ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი სომხეთსა და საქართველოს ეწვევა
იგნაციო კასისი სომხეთსა და საქართველოს 2026 წლის 14-16 ოქტომბერს ეწვევა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში. შეხვედრების მთავარი თემები იქნება სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, ეუთოს როლი და ორმხრივი ურთიერთობები.
16 ოქტომბერს, თბილისში, ბატონი კასისი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს. შეხვედრებზე განიხილავენ საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის შედეგებს. კონფლიქტის შემდეგ, შვეიცარია ითავსებს მედიატორის როლს, კერძოდ, წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს მოსკოვში და რუსეთის ინტერესებს თბილისში. გაეროსა და ევროკავშირთან ერთად, ეუთო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა. მოლაპარაკებების მიზანია რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის ხელშეწყობა.
ორივე ვიზიტი ბატონი კასისის სამუშაო ვიზიტების რეგიონული პროგრამის ნაწილია. ამავე პროგრამის ფარგლებში, 3-5 აგვისტოს, იგი აზერბაიჯანსა და თურქმენეთს ეწვია.